четверг, 12 марта 2015 г.

დღე 9:

მანანა თიგიშვილი:  პროექტი შეეხება ზედსართავი სახელების გამოყენებას და მიზნად

ისახავს ქართულსა და რუსულ ენებში ზედსართავი სახელების განსხვავებათა დანახვა.

თამთა ჯამარაული: თემა ძალიან საინტერესო იყო: "ქიმიკოსის თვალით დანახული

საკვები პროდუქტები", ნიტრატების შემცველობა სხვადასხვა სახის პროდუქტში.

თამარ სტურუა: "სივრცითი ფიგურები რეალობაში". სივრცული ფიგურების აღქმა

უჭირთ მოსწავლეებს, ამიტომ  კარგი იქნება, თუკი ისინი ამ თემას რეალობას

დაუკავშირებენ,გააკეთებენ ესკიზებს, დაუკავშირებენ ბრტყელ და სივრცით

ფიგურებს , ეს ყველაფერი მათ დააფიქრებს მათემატიკის დიდ როლზე

ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეკა ბერუაშვილი: "ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა თაობებში", პროექტთან

დაკავშირებული კვლევა მეტ ინფორმაციას გააცნობს მოსწავლეებს გენეტიკურ

საკითხებთან დაკავშირებით.

ნინო ზურაბაშვილი: "ხალხური და პროფესიული მუსიკა". ხალხური სიმღერის სათავე

იწყება ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა არ იყო სანოტო ნიშნები.პროექტის მიზანია ამ ორი

სახის მუსიკის ურთიერთდამოკიდებულების შემჩნევა.

ნანა პაპუაშვილი: "უფლება და თავისუფლება". მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ

თავისუფლება მოვალეობებს არ გულისხმობს, ამ პრობლემის კვლევას ეხება

აღნიშნული პროექტი.

ელზა უსენაშვილი:  "საგანმანათლებლო სისტემა აშშ-სა და საქართველოში".

მოსწავლეები გამოკვეთენ  სპორტის როლს სკოლაში, გამოცდებისა და ფორმების

ტარების აუცილებლობას , ისინი ჩაატარებენ გამოკითხვას. ასევე გაესაუბრებიან

უცხოელ სტუდენტებს გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.

ნინო ჯაფარიძე:  "ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები". პროექტის მიზანია ქართული

პროდუქციის კვლევა,

ჯანსაღი კვების პროპაგანდა და რასაკვირველია ახალი ტერმინების ათვისება.

ვიქტორია ალექსეევა: " ჩვენი დროის გმირები". ბავშვები ჩაატარებენ გამოკვლევას, თუ

ვის თვლიან ჩვენი დროის გმირებად, მოიწვევენ სტუმრად ერთ-ერთ, მათთვის

 მნიშვნელოვან პერსონას.

თინა გიორგაძე: "წიგნი თუ კომპიუტერი?" მოსწავლეები კითხულობენ მხატვრულ

ლიტერატურას ინტერნეტით და წიგნში, შემდეგ ადარებენ შედეგებს.ასევე

მოამზადებენ ინტერვიუებს საჯარო სამსახურებში კომპიუტერის მნიშვნელობის შესახებ.

ლალი თომაშვილი:  "თანამედროვე მოდის ტენდენციები დღეს".

მარიამ ჩუთლაშვილი: "საქართველოს დაკარგული ტერიტორიები". მიზანია,

მოსწავლეებმა გააცნობიერონ მიზეზები, რამაც გამოიწვია ამ ტერიტორიების დაკარგვა,

რა როლი აქვს ძლიერ ხელისუფალს და რა როლი აქვს ისტორიის შესწავლას მართვაში.

ლიზი თავართქილაძე: "მეფე ხარ და ხამს,მეფე ხარ და გმართებს, მეფე ხარ და გევალება".

ირინე კახაბრიშვილი: "უძველესი ცივილიზაციები". მიზანია მსგავსებებისა და

განსხვავებების დანახვა უძველეს და თანამედროვე ცივილიზაციებს შორის.

ია გათენაშვილი: "იტალიური რენესანსი" .






Комментариев нет:

Отправить комментарий