четверг, 12 марта 2015 г.

დღე 9:

მანანა თიგიშვილი:  პროექტი შეეხება ზედსართავი სახელების გამოყენებას და მიზნად

ისახავს ქართულსა და რუსულ ენებში ზედსართავი სახელების განსხვავებათა დანახვა.

თამთა ჯამარაული: თემა ძალიან საინტერესო იყო: "ქიმიკოსის თვალით დანახული

საკვები პროდუქტები", ნიტრატების შემცველობა სხვადასხვა სახის პროდუქტში.

თამარ სტურუა: "სივრცითი ფიგურები რეალობაში". სივრცული ფიგურების აღქმა

უჭირთ მოსწავლეებს, ამიტომ  კარგი იქნება, თუკი ისინი ამ თემას რეალობას

დაუკავშირებენ,გააკეთებენ ესკიზებს, დაუკავშირებენ ბრტყელ და სივრცით

ფიგურებს , ეს ყველაფერი მათ დააფიქრებს მათემატიკის დიდ როლზე

ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეკა ბერუაშვილი: "ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა თაობებში", პროექტთან

დაკავშირებული კვლევა მეტ ინფორმაციას გააცნობს მოსწავლეებს გენეტიკურ

საკითხებთან დაკავშირებით.

ნინო ზურაბაშვილი: "ხალხური და პროფესიული მუსიკა". ხალხური სიმღერის სათავე

იწყება ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა არ იყო სანოტო ნიშნები.პროექტის მიზანია ამ ორი

სახის მუსიკის ურთიერთდამოკიდებულების შემჩნევა.

ნანა პაპუაშვილი: "უფლება და თავისუფლება". მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ

თავისუფლება მოვალეობებს არ გულისხმობს, ამ პრობლემის კვლევას ეხება

აღნიშნული პროექტი.

ელზა უსენაშვილი:  "საგანმანათლებლო სისტემა აშშ-სა და საქართველოში".

მოსწავლეები გამოკვეთენ  სპორტის როლს სკოლაში, გამოცდებისა და ფორმების

ტარების აუცილებლობას , ისინი ჩაატარებენ გამოკითხვას. ასევე გაესაუბრებიან

უცხოელ სტუდენტებს გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.

ნინო ჯაფარიძე:  "ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები". პროექტის მიზანია ქართული

პროდუქციის კვლევა,

ჯანსაღი კვების პროპაგანდა და რასაკვირველია ახალი ტერმინების ათვისება.

ვიქტორია ალექსეევა: " ჩვენი დროის გმირები". ბავშვები ჩაატარებენ გამოკვლევას, თუ

ვის თვლიან ჩვენი დროის გმირებად, მოიწვევენ სტუმრად ერთ-ერთ, მათთვის

 მნიშვნელოვან პერსონას.

თინა გიორგაძე: "წიგნი თუ კომპიუტერი?" მოსწავლეები კითხულობენ მხატვრულ

ლიტერატურას ინტერნეტით და წიგნში, შემდეგ ადარებენ შედეგებს.ასევე

მოამზადებენ ინტერვიუებს საჯარო სამსახურებში კომპიუტერის მნიშვნელობის შესახებ.

ლალი თომაშვილი:  "თანამედროვე მოდის ტენდენციები დღეს".

მარიამ ჩუთლაშვილი: "საქართველოს დაკარგული ტერიტორიები". მიზანია,

მოსწავლეებმა გააცნობიერონ მიზეზები, რამაც გამოიწვია ამ ტერიტორიების დაკარგვა,

რა როლი აქვს ძლიერ ხელისუფალს და რა როლი აქვს ისტორიის შესწავლას მართვაში.

ლიზი თავართქილაძე: "მეფე ხარ და ხამს,მეფე ხარ და გმართებს, მეფე ხარ და გევალება".

ირინე კახაბრიშვილი: "უძველესი ცივილიზაციები". მიზანია მსგავსებებისა და

განსხვავებების დანახვა უძველეს და თანამედროვე ცივილიზაციებს შორის.

ია გათენაშვილი: "იტალიური რენესანსი" .








დღე 8.   გავიხსენეთ  ფეიჯების  დამატება,   შევქმენით  დრაივზე  გაკვეთილების საქაღალდე
და  დავდეთ  ბლოგზე.
გადავამოწმეთ  ჩვენი  პორტფოლიოები.
რესურსებში  გავეცანით  ფასილიტაციის  ნიმუშებს, რამდენიმე  მათგანი  ძალიან  მოგვეწონა.
ვისწავლეთ  GOOGLE- ფორმების  შექმნა და შევქმენით ფასილიტაციის ფორმები
მოსწავლეებისთვის.

გადავამოწმეთ  შეფასების  რუბრიკები.

среда, 4 марта 2015 г.

დღე 7. გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებასთან დაკავშირებულ  პრეზენტაციას

გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.

მეექვსე მოდულში მომეწონა კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.

შევქმენით მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა, რათა დაგვედგინა მათი  სწავლის

სტილი.

რესურსებში გავეცანით "მოსწავლეთა მხარდაჭერას", სადაც აღმოვაჩინეთ ასევე სხვა

საინტერესო რესურსები, ნიმუშები ხარაჩოსათვის.

და დღის ბოლოს ბლოგზე დავდეთ "ფეიჯების გაჯეტი".

დრაივზე გამოვაქვეყნეთ   ჩვენი პორტფოლიო და დავდეთ ბლოგზე.

 საინტერესო დღე იყო, დიდი მადლობა!

пятница, 27 февраля 2015 г.

დღე 6:   დღეს ვისწავლეთ დრაივზე ინფორმაციის გაზიარება კონკრეტული პირისთვის.

ასევე ჩვენთვის გამოგზავნილი მასალისათვის კომენტარის გაკეთება.

დრაივზე არსებული პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგზე ანუ ვისწავლეთ, რომ იმისათვის,

რომ ბლოგზე პრეზენტაცია ავტვირთოთ, საჭიროა შევიდეთ ჩვენი პრეზენტაციის

სამუშაო ვარიანტში,მენიუ file-ში ვირჩევთ  publish to the web და ვაკოპირებთ

პრეზენტაციის ლინკს.შემდეგ გადავდივართ ბლოგზე, ვრთავთ რეჟიმს  HTML  და

ვსვამთ დაკოპირებულ ლინკს.

ჩამოვტვირთეთ რუბრიკა პრეზენტაციისთვის და დავადგინეთ შეფასების

კრიტერიუმები შინაარსის ორგანიზებისა და დამაჯერებლობის მიხედვით.

მოსწავლის ნიმუში

среда, 25 февраля 2015 г.



დღე 5:    ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარების დადება, რაც მე უკვე

ვიცოდი. შემდეგ გადმოვიწერეთ სურათები და ინტერნეტ-მისამართები გამოყენებული

ლიტერატურის შესავსებად.

გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის წესებს.

 ყველაზე სახალისო იყო დოკუმენტის შექმნა Power Point-ში, განსაკუთრებით მომეწონა,

რომ გავიხსენე დიაგრამის ჩასმა.

გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუში, რაც ასევე ძალიან მომეწონა.

пятница, 20 февраля 2015 г.

დღე 4.  დღეს გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში შეფასების 5

მიზანს.თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და

ინსტრუმენტები.მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით

 „ვიცი-მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე“ დიაგრამა. 

ახალი ნამუშევრები გადავიტანეთ დრაივზე