пятница, 27 февраля 2015 г.

დღე 6:   დღეს ვისწავლეთ დრაივზე ინფორმაციის გაზიარება კონკრეტული პირისთვის.

ასევე ჩვენთვის გამოგზავნილი მასალისათვის კომენტარის გაკეთება.

დრაივზე არსებული პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგზე ანუ ვისწავლეთ, რომ იმისათვის,

რომ ბლოგზე პრეზენტაცია ავტვირთოთ, საჭიროა შევიდეთ ჩვენი პრეზენტაციის

სამუშაო ვარიანტში,მენიუ file-ში ვირჩევთ  publish to the web და ვაკოპირებთ

პრეზენტაციის ლინკს.შემდეგ გადავდივართ ბლოგზე, ვრთავთ რეჟიმს  HTML  და

ვსვამთ დაკოპირებულ ლინკს.

ჩამოვტვირთეთ რუბრიკა პრეზენტაციისთვის და დავადგინეთ შეფასების

კრიტერიუმები შინაარსის ორგანიზებისა და დამაჯერებლობის მიხედვით.

მოსწავლის ნიმუში

среда, 25 февраля 2015 г.



დღე 5:    ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგებზე კომენტარების დადება, რაც მე უკვე

ვიცოდი. შემდეგ გადმოვიწერეთ სურათები და ინტერნეტ-მისამართები გამოყენებული

ლიტერატურის შესავსებად.

გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის წესებს.

 ყველაზე სახალისო იყო დოკუმენტის შექმნა Power Point-ში, განსაკუთრებით მომეწონა,

რომ გავიხსენე დიაგრამის ჩასმა.

გავაკეთეთ მოსწავლის ნიმუში, რაც ასევე ძალიან მომეწონა.

пятница, 20 февраля 2015 г.

დღე 4.  დღეს გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში შეფასების 5

მიზანს.თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და

ინსტრუმენტები.მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით

 „ვიცი-მინდა ვიცოდე-როგორ გავიგო-რა გავიგე“ დიაგრამა. 

ახალი ნამუშევრები გადავიტანეთ დრაივზე


среда, 18 февраля 2015 г.

დღე 3

        შევავსეთ პროექტის გეგმის რამდენიმე პუნქტი, განვიხილეთ ჩვენი პროექტის

შინაარსობრივი და თემატური მხარე,რაშიც დაგვეხმარა "ბლუმის განახლებული

ტაქსონომია", მოვიფიქრეთ შესაბამისი კითხვები.

გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და გამოვიყენეთ ზოგიერთი მათგანი ჩვენი

 გეგმისათვის.

     ვნახეთ სლაი-შოუ "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები" და შევუსაბამეთ

ჩვენი  პროექტის გეგმას.

пятница, 13 февраля 2015 г.

დღე 2

დღეს ჯგუფს გავაცანი ჩემი სასურველი პროექტის იდეა, მივიღე  სასარგებლო რჩევები და

რეკომენდაციები.

დავიწყეთ ბუკლეტების შექმნა, შევინახეთ ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამის

საქაღალდეში. ყველა დანარჩენი  მანიპულაცია ჩემთვის ნაცნობი იყო.

среда, 11 февраля 2015 г.

    დღე  1. ტრენინგის პირველი დღე სწრაფად გავიდა, ჩვენი ხელმძღვანელი სასიამოვნო

ქალბატონი აღმოჩნდა,

   დღევანდელ ტრენინგზე გავიხსენე ბლოგის შექმნისა და გამოყენების საკითხები.

დავამუშავეთ  Intel Education Viewer-ში მოცემული I მოდულის რამდენიმე  პუნქტი:

ჩამოვტვირთეთ პორტფოლიოს რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი და პროექტის

მახასიათებლების ჩეკლისტი, გავეცანით აღნიშნული ფაილების შიგთავსს და შევინახეთ

ჩვენს პორტფოლიოში.

  ჩემთვის საინტერესო იყო პროექტის გეგმის ნიმუში, რადგან არასოდეს შემიდგენია

პროექტის გეგმა.

  დიდი იმედი მაქვს, ეს ტრენინგი დამეხმარება უფრო ნაყოფიერ მუშაობაში!

   ჩვენი დავალებაა, მოვიფიქროთ პროექტის გეგმის შინაარსი.ჯერჯერობით, არავითარი

იდეა არ მაქვს...